თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის"
ინფორმაციით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ლისის საკრებულოს ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის ჩიხის, ნადარეიშვილის, წულაძის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ნუცუბიძის, უნივერსიტეტის, სტანისლავსკის, კვინიტაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, ბოჭორმის, ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის და იორის ქუჩების, 10 საათიდან 18 საათამდე აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის და ლებანიძის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე წერონისის, მაჩხაანის, ლაითურის, ზედამზის, ჟღენტის და პიონერის ქუჩების, 10 საათიდან 15 საათამდე გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, გობრონიძისდა ნოზაძის ქუჩების, 10 საათიდან 13 საათამდე ჭედიას, შუშის, სარაჯიშვილის, ტაძრის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების, 13 საათიდან 16 საათამდე ბარალეთის და ლიბანის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, მოსტკოვის, ენგურჰესის და ცისკარიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.
