უწმინდესმა მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები და მეტყევეები დალოცა
უწმინდესმა მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები და მეტყევეები დალოცა
10:05 25.08.2017
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადა და მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, მეტყევეები დალოცა. უწმინდესის თქმით, ის რაც ბორჯომში ხდება არ არის ეროვნული ტრაგედია, ეს არის მოვლენა, რომელიც ყველგან ხდება და მასთან ბრძოლა ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი.

ბეჭდვა