„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა სტიქიით დაზიანებული ადგილების დასუფთავების ინიციატივით გამოდის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა სტიქიით დაზიანებული ადგილების დასუფთავების ინიციატივით გამოდის
16:30 23.08.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღონ ტერიტორიის დასუფთავებაში.
„ხანძარმა ბორჯომის ხეობას უდიდესი ზიანი მიაყენა- განადგურებულია უნიკალური ტყე-პარკი, რასაც დროული აღდგენა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ აღდგენა-დასუფთავების სამუშაოებში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყის დასახმარებლად. ერთად დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“ - აცხადებენ ახალგაზრდები.

ბეჭდვა