გლდანში დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია
გლდანში დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია
08:23 23.08.2017
გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გლდანის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" და ,,ყაზტრანსგაზის-თბილისის" მენეჯმენტი.

როგორც გიგა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, მილის დაზიანების გამო რამდენიმე სარდაფი დაიტბორა, თუმცა კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისმა" ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურა.

,,აღდგენითი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის თანამშრომლებმა უწყვეტ რეჟიმში იმუშავეს. მილის დაზიანების შედეგად რამდენიმე სარდაფი დაიტბორა, თუმცა დაზარალებულ ოჯახებს ყაზტრანსგაზმა ზარალი სრულად აუნაზღაურა”, - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური ქსელის დაზიანება გუშინ საღამოს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" ტექნიკური სამუშაოების წარმოებისას მოხდა.

“ყაზტრანსგაზის სამუშაოების დროს მილი მექანიკურად დაზიანდა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბრიგადები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგება”, -
განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციულმა დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.

ბეჭდვა