დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
08:11 23.08.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინგორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, მესხიშვილის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, ათონელის, ორბელიანის, გიორგი წერეთლის და ავლაბრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნადარეიშვილის ქუჩის, 11 საათიდან 12 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის,
10 საათიდან 17 საათამდე აგლაძის ქუჩის, 14 საათიდან 16 საათამდე წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის, 10:30 საათიდან 17 საათამდე ჯავის შესახვევის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლები.

ბეჭდვა