პრემიერი ხანძარზე: რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას აბსოლუტურად ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ
პრემიერი ხანძარზე: რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას აბსოლუტურად ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ
14:38 22.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსულმა მხარემ საქართველოსთვის ბორჯომის ტყის ხანძრის ლიკვიდირებაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
ამასთან დაკავშირებთ პრემიერმა განცხადება ბორჯომში გააკეთა, სადაც ის კვლავ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ადევნებს თვალყურს.
„რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ დახმარების პირობებში მათი დახმარება საჭირო არ გახდა. აჟიოტაჟის საფუძველი არ არის“- განაცხადა პრემიერმა.

ბეჭდვა