განათლების სამინისტრო რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით ყირიმში მოსწავლეების გამგზავრების ფაქტს ეხმაურება
განათლების სამინისტრო რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით ყირიმში მოსწავლეების გამგზავრების ფაქტს ეხმაურება
11:57 22.08.2017
ერთ-ერთი ქართული სკოლის ექვი მოსწავლის რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით ყირიმში გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
უწყებში აღნიშნულ ფაქტს სკოლის ადმინისტრაციის ან ერთი კონკრეტული მასწავლებლის მიერ გაუთვითცნობიერებელ გადაწყვეტილებად აფასებენ.
განათლების სამინისტროს განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„არსებული ინფორმაციით, რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა.
სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ.
ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება“- ნათქვამია განცხადებაში.



ბეჭდვა