პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 15:00 საათიდან 00:00
საათამდე, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე მოსახვედრად როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამრეკელის და შემდეგ მიცკევიჩის, ცინცაძის ან ბახტრიონის ქუჩების გავლით.
