მინდია ჯანელიძე ხანძარზე: ვითარება არ არის მარტივი
მინდია ჯანელიძე ხანძარზე: ვითარება არ არის მარტივი
10:39 22.08.2017
კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტფრენებიც ჩაერთვებიან.
მინდია ჯანელიძის თქმით, ზუსტი პროგნოზი, მოხერხდება თუ არა დღეს ხანძრის ლიკვიდრება, შეუძლებელია, რადგან ეს არა მხოლოდ ტექნიკაზე, არემედ ამინდზეცაა დამოკიდებული.
„ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია სხვადასხვა უწყების 500-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 300 მეხანძრე მაშველი. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია სამი ერთეული საფრენი საშუალება, მათ შორის ორი საქართველოს კუთვნილი, ერთ აზერბაიჯანული. ჩვენ გუშინ ღამის განმავლობაში ვაწარმოეთ მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და ორი ვერტმფრენი რამდენიმე საათში შემოგვიერთდება. ვითარება არ არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო ლოკალიზაციისთვის აქტიური მუშაობა, გარკვეული კარების ლოკალიზება მოხერხდა, მაგრამ მთლიანად ხანძრის ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დღეს ხანძრის ჩაქრობას უზრუნველყოფს თუ არა ეს ტექნიკა ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, მიტომ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია ამინდზე, დამოკიდებულია რელიეფზე“-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.


ბეჭდვა