მართლმადიდებლები ხვალ წმინდა მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
მართლმადიდებლები ხვალ წმინდა მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
18:19 30.06.2012
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ასურელი მამის წმინდა მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში 09:00 საათიდან აღავლენს.
წმიდა მიქაელ ულუმბოელი ზემო ქართლსა და ოსეთში ქადაგებდა. ულუმბოს ახლოს დიდი სავანე დააარსა. მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები იქვე განისვენებს.
საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი იყო. პირველად VI საუკუნის I ნახევარში საქართველში ანტიოქიიდან დავით გარეჯელი, VI საუკუნის შუა ხანებში იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, ხოლო 70-იან წლებში აბიბოს ნეკრესელი შემოვიდა.
წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში ქართველთა შვილები იწვრთნებოდნენ. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები ქართველთა მფარველნი და დამცველნი გახდნენ.

ბეჭდვა