თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე 15 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე 15 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
14:19 21.08.2017
თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოების გამო დღეიდან 15 სექტემბრის ჩათვლით საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება.
ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

„2017 წლის 21 აგვისტოს, 23:00 საათიდან მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება ა. წურწუმიას ქუჩაზე.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების ) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს.
ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბაშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება”- ნათქვამია განცხადებაში.



ბეჭდვა