აჭარაში "კოლხობა 2017" იზეიმეს
აჭარაში "კოლხობა 2017" იზეიმეს
09:49 21.08.2017
აჭარაში კიდევ ერთი სახალხო დღესასწაული "კოლხობა 2017" აღინიშნა. კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზეზეიმობენ და მასში მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორულიჯგუფები.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები.

კოლხობის დღესასწალი ლაზებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად მიულოცა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისწარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კოლხობის დღეს ძველად “ქვაომხაზობის” სახელით იცნობდნენ და იგი 1978 წლიდან აღინიშნებოდა.


ბეჭდვა