სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ამის შესახებ „ ნიუსპრესს“ ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა მოვიდეს.
ტემპერატურა მომდევნო ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 გრადუსი, ხოლო დასავლეთში 22-24 გრადუსი იქნება.
მეტეოროლოგიისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე 2 ივლისიდან მოიმატებს, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ტემპერატურის მატება აქ 4 ივლისიდანაა მოსალოდნელი.
