დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, სამრეწველო დასახლების, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იმერეთის შესახვევის, რუსთავის გზატკეცილის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, გორგასლის (ნაწილობრივ), გულუას, ორბელიანის, მტკვრის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, ქიზიყის, ქებურიას, ხვედელიანის, ჯანელიძის და გეთიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაგზლის მოედნის (ნაწილობრივ),
11 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის III მიკრორაიონის, 11:30 საათიდან 17 საათამდე ბაღდადის და მანაგაძის ქუჩების, 12 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის, 11 საათიდან 16 საათამდე პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე გოძიაშვილის, ცინცაძის, შარტავას, კანდელაკის, ქანთარიას და ანაგის ქუჩების მაცხოვრებლები.
