გიორგი სიგუა: ბევრი ფინანსური პრობლემა გვაქვს, რაზეც რამდენიმე დღეში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ
გიორგი სიგუა: ბევრი ფინანსური პრობლემა გვაქვს, რაზეც რამდენიმე დღეში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ
11:42 17.08.2017
„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის, გიორგი სიგუას განცხადებით, ფესტივალს ბევრი ფინანსური პრობლემა შეექმნა.
სიგუას თქმითვე, ყველა, ვინც „ჯემ ფესტზე“ იყო დასაქმებული საკუთარ თანხას უკლებლივ მიიღებს.
ამის შესახებ გიორგი სიგუამ მაკედონიიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა ბევრი მიზეზის გამო. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, ამ დღეებში პერსკონფერენცია გვექნება და ყველაფერს ამას მოვყვებით. გვაქვს ფინანსური სირთულეები, თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ბევრს გადავუხადეთ შეძლებისდაგვარად თავიანთი თანხები და უკლებლივ ყველა, ყველა კაპიკს მიიღებს“- განაცხადა სიგუამ.

ბეჭდვა