ილიას უნივერსიტეტის კურსდამთვრებულები სწავლის დასრულებას აღნიშნავენ
ილიას უნივერსიტეტის კურსდამთვრებულები სწავლის დასრულებას აღნიშნავენ
14:05 30.06.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ბაკალავრები სწავლის დამთავრებას აღნიშნავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, უკვე მეექვსე წელია, რაც ტრადიციულად უნივერსიტეტის ბაკალავრები ივნისის ბოლო შაბათს სწავლის დამთავრებას ზეიმობენ.

ილია ჭავჭავაძის ნახევრად გადაკეტილ გამზირზე ილიაუნის უკვე ყოფილი, მანტიებში გამოწყობილი ასობით სტუდენტი იკრიბება და ამ დღეს მეგობრებთან და პროფესორებთან ერთად აღნიშნავს.

წელს ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს სიტყვით მიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ტრადიციული რიტუალით – ქუდების ჰაერში ასროლით დამთავრდება. საღამოზე ილიაუნის როკ-ფესტივალზე გამარჯვებული ჯგუფი Evergreen დაუკრავს.

ბეჭდვა