თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
19:33 16.08.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაგზლის მოედნის, წერეთლის გამზირის და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, IV კვარტლების და ამაშუკელის ქუჩის, 10 საათიდან 18 საათამდე ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ორბეთის, ნაქალაქევის, წერონისის და სამღერეთის ქუჩების, 11 საათიდან 16 საათამდე გარდაბნის გზატკეცილის, ხოლო 11:30 საათიდან 17 საათამდე ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლები.


ბეჭდვა