მანდატურები თელავში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
მანდატურები თელავში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
14:01 30.06.2012
მანდატურებმა დღეს თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მოსწავლეები, მშობლები და ადგილობრივი მედია ესწრებოდა.
მანდატურებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები განმარტეს.
შეხვედრა USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
მანდატურების თქმით, მსგავსი შეკრებები აუცილებელია, რადგან ამის მეშვეობით მოსწავლეები და მშობლები მანდატურების სამუშაო სპეციფიკას ეცნობიან. მსგავს ღონისძიებებს ისინი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.

ბეჭდვა