დარიალის ხეობაში მოძრაობა აღდგა
 დარიალის ხეობაში მოძრაობა აღდგა
09:55 15.08.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მცხეთა– სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ამ მონაკვეთზე ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალებოდა.
ამ ეტაპზე, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


ბეჭდვა