საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი“-დან ევაკუაცია განხორციელდა
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი“-დან ევაკუაცია განხორციელდა
18:06 14.08.2017
დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.


დღეს ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული მოვლენები განვითარდა.

ბეჭდვა