ყირიმ-კონგოს ინფექციით დაავადებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ყირიმ-კონგოს ინფექციით დაავადებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
12:48 30.06.2012
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ინფექციის დიაგნოზით მოთავსებული 62 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტი პერიოდულად თვალის მოძრაობას ახერხებს, გაუმჯობესების სხვა ნიშნები კი ამ დრომდე არ აღენიშნება.
მამაკაცს დაავადების უმძიმესი ფორმა აქვს. მას დაავადების ფონზე ჰემორაგიები, კომატოზური მდგომარეობა, ჰეპატიტი, პნევმონია, თირკმლის უკმარისობა განუვითარდა.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების რეგისტრირებული მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება სპეციფიური ტკიპის კბენის შედეგად ვრცელდება.

ბეჭდვა