ლარსის სასაზღვრო პუნქტთან შეფერხებისას რიგში მყოფი ქალბატონი გარდაიცვალა
ლარსის სასაზღვრო პუნქტთან შეფერხებისას რიგში მყოფი ქალბატონი გარდაიცვალა
10:15 11.08.2017
ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც რუსეთის მხარეს არსებული პრობლემების გამო კვლავ შეფერხება და კილომეტრიანი საცობებია, რიგში მდგომი ქალბატონი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილი საქართველოში შემოდიოდა.
ლარსის სასაზღვრო პუნქტთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ.


ბეჭდვა