ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ
მოხისში მდინარეზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნული სამუშაოები მოხისი-კოდავარდისუბნის საავტომობილო გზის ასფალტირების პროექტის ნაწილია, რომლის მთლიანი ღირებულებაა 1 318 000 ლარი.
სამუშაოებს შპს ,,იბოლია“ ასრულებს.
