აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა ხვალ, 18:00
საათამდე შეუძლიათ.
მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ, წაშალონ ან შეცვალონ ფაკულტეტები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევს.
აბიტურიენტებმა ცვლილებები ელექტრონულად (online.naec.ge ან www.naec.gov.ge) უნდა შეიტანონ. ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, ეს პროცესი დასრულებული არ აქვს (მაგ.; არ დააჭირა შენახვის ღილაკს).
ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება.
ხვალ, 18:00 საათზე შეწყდება აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც.
