კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის
მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლის აუცილებლობის გამო, ხვალ 02:00 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის I, II, III და IV მიკრორაიონებს.
