თბილისის აეროპორტიდან რეისები შეფერხებით სრულდება
 თბილისის აეროპორტიდან რეისები შეფერხებით სრულდება
10:30 10.08.2017
კომპიუტერულ პროგრამებში ხარვეზის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პარალიზებულია.
პრობლემის გამო მგზავრების ელექტრონულად დაფიქსირება ვერ ხერხდება, შესაბამისად აეროპორტის თანამშრომლები მათ რეგისტრაციას ხელით ახდენენ.
ყველა რეისი, რომელიც
ღამის 2 საათიდან უნდა შესრულებულიყო, 3-4 საათიანი დაგვიანებით სრულდება.
შეფერხება სტამბოლის, ანტალიის, მიუნჰენის, ვარშავის, კიევისა და დუბაის მიმართულებით რეისებს შეეხო.


ბეჭდვა