ნაძალადევში სამი გზის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა
ნაძალადევში სამი გზის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა
18:15 09.08.2017
ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე, ჯავის მე-3 შესახვევსა და ზედაზნის პირველ ჩიხში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა. სამივე პროექტის ღირებულება 125000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა.

ხევძმარის ქ. #10-ში 19 მ სიგრძის და 5 მ სიმაღლის კედელი აშენდა. ჯავის მე-3 შესახვევის #11-ში აშენებული კედლის სიგრძე 18 მეტრია, ზედაზნის პირველ ჩიხში კი 6 მეტრიანი კედელი გაკეთდა.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 7 გზის დამჭერი საყრდენი კედელი მოეწყო. წლის ბოლომდე კიდევ 5 კედლის მშენებლობაა დაგეგმილი.

ბეჭდვა