პრემერმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მეხანძრეებს მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებისთვის მადლობა გადაუხადა
 პრემერმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მეხანძრეებს მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებისთვის მადლობა გადაუხადა
11:39 09.08.2017
საქართველოს პრემიერი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფის მეხანძრეებმა მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში სრულად მოახდინეს.
გიროგი კვირიკაშვილის ეს განცხადება პრემიერის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის.
მათ მთაწმინდის რაიონში საკმაოდ რთულ რელიეფზე, უმოკლეს დროში მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ, დარჩენილი კერების სრულად ლიკვიდირება. ამით მათ საფრთხე აარიდეს მოსახლეობას.
ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და ატარებდნენ პრევენციულ სამუშაოებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება“- ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა