საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია ყველაფერი
გაკეთდეს, რათა შესრულდეს ის, რისთვისაც 2008 წელს ქართველი გმირები იბრძოდნენ.
ამის შესახებ კობახიძემ ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მიბრძანდა და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო აგვისტოს ომი 2008 წელს. ჩვენი ვალია პირველ რიგში, პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს და ჩვენი ვალია, ასვე, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ. ესაა ჩვენი სამშობლოს ერთიანობა“- განაცხადა კობახიძემ.
