ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ქართველი სტუდენტებისა და ემიგრანტების ორგანიზებით ანტისაოკუპაციო
აქცია - "შენს სახლამდე 400 მეტრია" - გაიმართა.
აქცია მიზნად ისახავდა, გაეპროტესტებინა რუსეთის იმპერიალისტული პოლიტიკა საქართველოში, პატივი მიეგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისათვის და შეეხსენებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით.
ქართველების გარდა, ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობა მიიღეს მათმა უცხოელმა მეგობრებმაც.
აქცია ვენის სახელმწიფო ოპერის გვერდით გაიმართა.
