ქართველი მოკრივე WBC International Silver-ის ქამრის მფლობელი გახდა
ქართველი მოკრივე WBC International Silver-ის ქამრის მფლობელი გახდა
07:01 08.08.2017
ჩინეთში გამართულ მსოფლიო სატიტულო ბრძოლაში ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ ნიკოლოზ ღვინიაშვილმა ზე-საშუალო წონით კატეგორიაში ჩინელი მოკრივე ჩენგ სუ დიდი უპირატესობით დაამარცხა.
ამ გამარჯვებით მან საქართველოს WBC (World Boxing Council) International Silver ქამარი მოუპოვა.
სატიტულო ბრძოლას საპატიო სტუმრებად ესწრებოდნენ მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ქართველი მოკრივეს ბრძოლას.
ქართული პროფესიონალი კრივის გუნდი საქართველოში 9 აგვისტოს დილი 11:00 საათზე ჩამოვა.

ბეჭდვა