სოფელ ზღუდრის მოსახლეობასთან სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა
სოფელ ზღუდრის მოსახლეობასთან სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა
17:57 07.08.2017
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი მამუკა ლომსაძე, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის კოორდინატორი ვახტანგ დავლაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქარელის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზღუდრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის გაცნობა და კოოპერატივების ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რაც აუცილებელია მთის სოფლების განვითარებისათვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო აღნიშნული პროგრამის შესახებ.

ბეჭდვა