პარლამენტის ეზოში გამოფენა-„ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიხსნება
პარლამენტის ეზოში გამოფენა-„ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიხსნება
13:40 07.08.2017
საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართება.
გამოფენაზე, რომელიც აგვისტოს ომის 9 წლისთავს ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი და გლებ გორანიჩის ფოტოები.

გამოფენაზე, რომელიც  11:00 საათზე გაიხსნება, დასწრება თავისუფალია.

ბეჭდვა