დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:00 06.08.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, პურის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ტეტელაშვილის, აბოვიანის, საიათნოვას, აბესაძის, შალვა დადიანის, ასათიანის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩის, 10:30 საათიდან 17 საათამდე სანზონის დასახლების, 10 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ), 12 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ), 11 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების და კახეთის გზატკეცილის, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე მანჯგალაძის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა