"კონსერვატიული პარტიის" წევრს ლაშა ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციის მითითების შეუსრულებლობისთვის - 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც "ნიუსპრესს" ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ჩხარტიშვილი უკვე გაათავისუფლეს.
რაც შეეხება დანარჩენ 5 დაკავებულს, ადვოკატის განცხადებით, მათი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
"კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს კიკვიძის ბაღში დააკავეს.
