ქარელში 10 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელში 10 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
18:22 03.08.2017
ქარელში 10 ქუჩის რეაბილიტაციისა და ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შედეგად განხორციელდება 3,7 კმ. გზის ასფალტირება.
აღნიშნული სამუშაოებისათვის საქართველოს რეგიონალური პროექტების ფინდიდან გამოყოფილ იქნა თანხა 968 000 ლარი. სამუშაოებს ამხანაგობა ,,განთიადი“ ასრულებს.

ბეჭდვა