თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I, II, „ა“ მიკრორაიონების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის I და II კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის, ქვემო ვეძისის დასახლების, აღმაშენებლის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მეველეს, ქუჩის უზნაძის, დგებუაძის, წინამძღვრიშვილის, კოსტავას, ვაზისუბნის, ილია ოდიშელიძის, ანაგის, იმედაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გაბრიელ ისაკაძის, სახოკიას, გოთუას, გაგარინის, არდაზიანის, ვიტალი დარასელიას, კანდელაკის, შარტავას, მელიტონ ქანთარიას, სოკრატ არშბას, მგალობლიშვილის, ზემო ვეძისის, გუდაუთის, მირცხულავას, თორნიკე ერისთავის, ტრანსპორტის, ილია ვეკუას, ქერჩის, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10:00 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სანზონის დასახლების (ნაწილობრის), დიდი ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის შესახვევის, ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ალადასტურის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის, ქიზიყის, ჭირნახულის, მშვიდობის, თვალჭრელიძის, გუდამაყრის, წერონისის, ლაითურის, ზედამზის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების, 11 საათიდან 15 საათამდე სოფელ ტაბახმელას და წავკისის, 10 საათიდან 15 საათამდე ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის და ტელეგრაფის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე კი სოფელ დიღმის, სოფელ ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის, ლუბლიანას, გოძიაშვილის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, მაჭავარიანის, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
