ხულოს მუნიციპალიტეტში სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს.
ნათელათში, კუნჭულეთში, ქვაბიჯვარში, გვალმინდორსა და ჩიბუხნარში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა უკვე დასრულდა. ზემოთ ჩამოთვლილი იალაღების ისტორიაში, პირველად, მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. აღნიშნულ იალაღებზე, საზაფხულო სეზონზე 5 სოფლის: აგარის, საციხურის, პანტნარის, გელაურის და ნამონასტრევის მოსახლეობა ცხოვრობს. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 221055 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. „ენერგოგზამ“ განახორციელა.
