რელიგიურმა საბჭომ სამთავრობო სტრუქტურების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშვა
რელიგიურმა საბჭომ სამთავრობო სტრუქტურების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშვა
18:06 29.06.2012
სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წევრმა ეკლესიებმა და რელიგიურმა გაერთიანებებმა დღეს, სამთავრობო სტრუქტურების მიმართ  რეკომენდაციები წარადგინეს.

რელიგიური საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტს შეეხო. მასში ასახულია, რომ პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა შეიტანოს, რაც ყველა რელიგიური გაერთიანებისადმი თანასწორი საგადასახადო-სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

საბჭოს მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ შემუშვებულ რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ცალკეული რელიგიის წარმომადგენლებს, შეძლებისდაგვარად, მიეცეთ საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულების საშუალება.

რამდენიმე რეკომენდაცია მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართაც, რომელთა მიხედვით, რელიგიათა საბჭოს წევრი ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები სამინისტროს სერიოზული ქმედებების განხორციელებას სთხოვენ.

განათლების სამინისტროსადმი შემუშავებული რეკომენდაციების ერთ-ერთი მოთხოვნა ინტერკულტურული სასწავლო გეგმის შედგენისა და იმპლემენტაციის საკითხებზე სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადებაა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან საბჭო ე.წ სადავო ტაძრებისა და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების სათანადო მოვლა-პატრონობისა და მათი ისტორიული მემკვიდრეობის დაბრუნების კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვს.

საბჭო მედიასაშუელებებს სთვაზობს, დამყარდეს კონსტრუქციული და პოზიტიური ურთიერთობა საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებსა და მედიასაშუალებებს შორის. საბჭო იმავე შეთავაზებით მიმართვს საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტები მოქმედებს.

რეკომენდაციები ეზიდთა სასულიერო საბჭოს სულიერმა ლიდერმა დიმიტრი ქირბამ, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსის თანაშემწემ სტელ ავაქიანმა და ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ წარადგინეს.

ბეჭდვა