„საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება
  „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება
15:25 02.08.2017
„საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების მიღება 15 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანი მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ მოძრაობის წესების გათავისებისთვის ხელის შეწყობაა.

„თბილისის მერია „ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას უკვე მეორედ ატარებს. პროგრამის მიზანია, ტრენინგების, კვლევების, აქციებისა თუ პოპულარიზაციის სხვა მეთოდებით ხელი შეუწყოს გზაზე მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ მოძრაობის წესების გათავისებასა და პატივისცემას.

იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა სპეციალური ფორმით შევსებული განაცხადები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა შეიტანონ. გამარჯვებულებს მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული http://tbilisi.gov.ge/news/3830

საკონტაქტო პირი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე) მობ: (577) 220 770

გისურვებთ წარმატებებს!“- ნათქვამია განცხადებაში.




ბეჭდვა