სამგორის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
18:32 01.08.2017
სამგორის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2017 წლის პირველ ნახევარში, რაიონში საგზაო სამუშაოები განხორციელდა. გამგეობის მიერ, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე და მიმდებარე ჩიხებში, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში, შეიცვალა და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო სანიაღვრე სისტემა და შეიცვალა საკანალიზაციო და წყალსადენის ცენტრალური ქსელი.
გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარები, რომლებიც ადაპტირებულია შ.შ.მ. პირებისათვის.
სამგორის რაიონში სამუშაოები სულ 68 მისამართზე განხორციელდა.

ბეჭდვა