ცაგერის გამგეობამ საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
ცაგერის გამგეობამ საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
14:20 31.07.2017
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტის ,,ცოდნის მძებნელნის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ უფასო ექსკურსიით მესტია-კალა-უშგულის მიმართულებით. პროექტის გამარჯვებულებმა მოინახულეს განახლებული მესტიის ღირსშესანიშნაობები /მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი, აეროპორტი/, დაესწრნენ კვირიკობის დღესასწაულს კალაში, ესტუმრნენ და გაოცდნენ უშგულით, მოილოცეს ლამარიას მონასტერში. ,,ცოდნის მძებნელთა“ მომავალი წლის ჩემპიონებისათვის გათვალისწინებულია ტაო - კლარჯეთის შესწავლა, რაც კიდევ ერთი სტიმული იქნება და მოტივაციის ასამაღლებელი საშუალება მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის.

ბეჭდვა