დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
11:29 31.07.2017
დიდ დიღმის მე-4 მიკრორაიონის კერძო დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წყლის ახალი მილები გეხტმანის, შაქარაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, ჭანდრის და არჩილ მეფის ქუჩებზე, სულ 5840 მეტრზე დამონტაჟდა.

ამ ეტაპზე წყლის სატუმბი სადგურის შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებია დაწყებული.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, 250-მდე ოჯახი სასმელი წყლით მომარაგდება.





ბეჭდვა