განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქარელის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს
გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვდა.
მინისტრმა პედაგოგებს სიახლეები გააცნო, ესაუბრა მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და პროფესიული განვითარების სქემებზე. შეხვედრას პედაგოგებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის უკვე 45 000 პედაგოგს შეხვდა.
