მეწყერმა ყაზბეგში ორი ავტომანქანა მოიყოლა
10:06 31.07.2017
ყაზბეგში ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა.
თვითმხილველთა თქმით, ჩამოწოლილმა მიწის მასამ მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა.
გზის რამდენიმესაათიანი პარალიზების შემდეგ, მოძრაობა აღდგენილია.