დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:48 31.07.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, ჭირნახულის, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, გმირ კურსანტთა, 8 მარტის, ვანო სარაჯიშვილის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ტარიელის, ცხემის, რიწის, ბორბალოს და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

15 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანის I მიკრორაიონის, 10:30 საათიდან 18 საათამდე სამრეწველოს დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის და ბესიკ გეთიას ქუჩების, 11 საათიდან 14 საათამდე ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და ჩეხოვის ქუჩების, 10 საათიდან 18 საათამდე აჭარის, სამშვილდეს, წყაროს, არგვეთის, ხუდადოვის, ზაზიშვილის და ტყეკულტურის ქუჩების, 10 საათიდან 13 საათამდე ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლები.
ბეჭდვა