ქუთაისში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავთ
ქუთაისში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავთ
17:34 25.02.2012
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ქუთაისში გარდაცვლილი გია სინკრაძის ოჯახის წევრებს საჩივარი ჯერჯერობით არ შეუტანიათ.
როგორც "ნიუსპრესს" ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმის დეტალური მოკვლევა რამდენიმე დღეში დაიწყება, რომლის ანალიზის შემდეგ შესაბამისი უწყებები რეაგირებას მოახდენენ.

50 წლის გია სინკრაძეს 23 თებერვალს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ტრავმის შედეგად დაზიანებული ქვედა კიდურის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებენ. მათი თქმით, პაციენტს გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაციის წინ მისთვის გაკეთებული კარდიოგრამა კი ექიმებმა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და პასუხი ათ დღეში გახდება ცნობილი.

ბეჭდვა