“საქაერონავიგაციამ” ამბროლაურის აეროპორტში სანავიგაციო ოფისისს მშენებლობა დაიწყო
 “საქაერონავიგაციამ” ამბროლაურის აეროპორტში სანავიგაციო ოფისისს მშენებლობა დაიწყო
15:16 27.07.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ამბროლაურის აეროპორტში სანავიგაციო ოფისისს მშენებლობა დაიწყო✈

შენობის პროექტი შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლების მიერ შეიქმნა, სამშენებლო სამუშაოებს ქართული სამშენებლო კომპანია “დაგი” ახორციელებს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემით აღიჭურვება.
შპს“ საქაერონავიგაციამ“ ამბროლაურის აეროპორტში 12 ადამიანი უკვე დაასაქმა, რომლებიც კომპანიამ კონკურსის წესით შეარჩია და უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მიანიჭა.
„ამბროლაურის აეროპორტი შეუწყობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის“-აცხადებენ უწყებაში.


ბეჭდვა