ისნის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
ისნის რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
18:09 26.07.2017
ისნის რაიონის გარკვეულ ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის და ფერიცვალების ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა