მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
 მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
12:25 26.07.2017
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი გაუძღვა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევისა და საქმიანობის წესი, გამგებლის გადაყენების/იმპიჩმენტის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობას ქალაქ მარნეულის და სოფელ აღმამედლოს მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები იღებდნენ.
„მადლობა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს და მის კოორდინატორს, ქალბატონ მარიამ სამხარაძეს მოწვევისთვის. ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რადგან ყველაზე მეტად მათი, როგორც მოქალაქეთა გააქტიურება არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა კითხვას ამომწურავად გავეცი პასუხი როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე“ განაცხადა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვიმ.



ბეჭდვა